Saturday 5 July 2014

დღე მეხუთე

ვფიქრობ ნაბიჯ–ნაბიჯ ტრენერი ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის, დღეს ვისწავლეთ როგორ ჩავაშენოთ ფაილები ბლოგზე, ასევე ეფექტური უკუკავშირის გაკეთება ბლოგზე. ვისწავლეთ როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები სხვადასხვა ტიპის ფაილების გამოყენების დროს. ბოლოს კი გავეცანით და ვისწავლეთ ონლაინ კოლაბორაციის საშუალებები, კონკრეტულად ვიმუშავეთ google.docs ეფექტური შესაძლებლობებზე

Wednesday 2 July 2014

დღე მეოთხე

დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, რომელსაც გამოვიყენებ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და დასასრულს. საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ასევე ვისწავლეთ საპრეზენტაციო ფაილის შექმნა, მზა შაბლონებისა და ინდივიდულაური შემოქმედებითი უნარის მიხედვით. 

Thursday 26 June 2014

მეორე დღე

როგორც ტრენინგის პირველი დღე, ასევე მეორე სამუშაო დღეც ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა, ვინაიდან გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკებს და მასში შემავალ კომპონენტებს, ასევე პუბლიკაციის მიზნებს,  ტექსტის და გრაფიკული ელემენტების რედაქტირებას. ველოდები შემდეგ სამუშაო დღეს :)

Monday 23 June 2014

პირველი დღე

პირველ რიგში რაც მინდა ავღნიშნო არის ის, რომ მოუთმენლად ველოდებოდი Intel -ის ტრენინგის დაწყებას, რაც დარწმუნებული ვარ დამეხმარება პროექტების სწორად განხორციელებაში. დღეს გავეცანი ინტელს, რისი მეშვეობითაც ვფიქრობ შესაძლებელია განუვითაროთ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარჩვევები და მაღალ სააზროვნო დონეები, რაც აუცილებელია მოსწავლეებითვის თანამედროვე სამყაროში. ასევე ვიმუშავეთ პორტფოლიოს და მასშე შემავალი საქაღალდეების შექმნაზე. ტრენინგის კურსი ვფიქრობ კარგადაა შედგენილი, ადვილია მისი ათვისება რაშიც მეხმარება ტრენერის პროფესიონალიზმი.